1. პროექტის სახელწოდება: "მათემატიკა ენაა, რომელზეც ლაპარაკობს მთელი სამყარო".
2 .პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა დამოკიდებულებას მათემატიკისადმი, დაადგენენ, აქვთ თუ არა გაცნობიერებული მათ ამ საგნის აქტუალობა და მნიშვნელობა, გამოიკვლევენ თითოეულ კლასში მათემატიკაში აკადემიური მოსწრების დონეს.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების და პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ მათემატიკის შესწავლის აუცილებლობას,მის პრაქტიკულ მნიშვნელობას. გაიაზრებენ, რომ მათემატიკის ცოდნა სხვა საგნების შესწავლას აადვილებს, ავითარებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები აგროვებენ საჭირო ინფორმაციას, ახდენენ მის კლასიფიკაციას, ადგენენ დიაგრამებს, მსჯელობენ, გამოაქვთ დასკვნები, ამზადებენ პლაკატებს და პრეზენტაციას.
5. მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განიმტკიცებენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, დამუშავების და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის უნარ-ჩვევებს. გაიუმჯობესებენ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების უნარს. გაიწაფებიან პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიებაში. დაამზადებენ პლაკატებს, მოამზადებენ პრეზენტაციას, შექმნიან ბლოგს. კვლევის შედეგებს გააცნობენ მოსწავლეს, მასწავლებლებს, დირექციას
6. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, მარკერები და ფორმატები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლები შეიკრიბებიან, შეადგენენ სამუშაო გეგმას, დაიყოფიან ჯგუფებად, გაინაწილებენ სამუშაოს.
2.შეადგენენ კითხვარებს.
3. აიღებენ ინტერვიუს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან.
4. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან მოიძიებენ მათემატიკის გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს.
5. გამოიკვლევენ წინანდლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთაგან,რამდენმა ჩააბარა მათემატიკა და რა შედეგებით.
6. ამის შემდეგ მოახდენენ შეგროვილი მონაცემების კლასიფიკაციას,დამუშავებას, ააგებენ დიაგრამებს, შეადარებენ შედეგებს და გამოიტანენ დასკვნებს.
7. იმსჯელებენ და დასახავენ მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს.
8. დაამზადებენ პლაკატებს და გამოაკრავენ ყველა კლასში.
9. მოამზადებენ პრეზენტაციას PP-ში.
10. მიღებულ შედეგებს წარუდგენენ დირექციას და მათემატიკის მასწავლებლებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება
და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
მათ. IX.13. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნორა მთიბელაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ, ფოსტა: nora.mthibelashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ict2-nora.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий