მეორე დონის ტრენინგის შეჯამება
ტრენინგი პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.ტრენინგზე დაწვრილებით ვიმუშავეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვაზე. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა, PP-ში მოვამზადეთ პრეზენტაცია.ვისწავლეთ დიაგრამების აგება.
გავეცანით პროგრამა "ექსელს".
შევქმენით პორტფოლიო და მასში განვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები.
ჩემთვის სიახლე იყო ბლოგი.ვიმუშავეთ ბლოგებზე.ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება.
ტრენინგზე შეძენილი ცოდნა აუცილებლად გამომადგება მუშაობაში, ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი უფრო საინტერესო იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის,რაც თავის მხრივ აამაღლებს მათ მოტივაციას,ეს კი გაზრდის აკადემიური მოსწრების დონეს.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის.